weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მალალა იუსაფზაი გაეროს ყველაზე ახალგაზრდა მშვიდობის ელჩი გახდა

17:08 სამშაბათი, 11 აპრილი 2017

ნობელის პრემიის ლაურეატი, 19 წლის პაკისტანელი მალალა იუსაფზაი, რომელიც მუსლიმი გოგონების განათლების უფლებისთვის იბრძვის, გაეროს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მშვიდობის ელჩი გახდა. ამ თანამდებობაზე დანიშვნისას იუსაფზაიმ პირობა დადო, რომ გოგონების განათლებას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს.

მალალა იუსაფზაი ცნობილი 11 წლის ასაკში გახდა, როდესაც „ბი-ბი-სისთვის“დღიურების წერა ფსევდონიმით დაიწყო. ის თალიბების მმართველობის პირობებში ცხოვრებას აღწერდა. გოგონა წერდა იმის შესახებ, თუ როგორ ხურავდნენ თალიბები გოგონებისთვის განკუთვნილ საგანმანათებლო ცენტრებს. მალალა პაკისტანელი გოგონების მხარდასაჭერად კამპანიასაც ახორციელებდა, რის გამოც 2012 წელს თალიბი ექსტრემისტები თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. თავდასხმის შემდეგ მალალა იუსაფზაი დიდ ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად.

„ცვლილებები იწყება ჩვენით და უნდა დაიწყოს ახლა. თუ გინდათ ნათელი მომავალი, ახლა უნდა დაიწყოთ მუშაობა და არ უნდა ელოდოთ ვიღაც სხვას“, - განაცხადა მალალა იუსაფზაიმ ნიუ იორკში მდებარე გაეროს შტაბ-ბინაში.

გაეროს მშვიდობის ელჩებს ხელოვნების, ლიტერატურის, მეცნიერებისა და სპორტის სფეროების წარმომადგენლებს შორის ირჩევენ. ელჩების მიზანი გაროს მუშაობისადმი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა. მშვიდობის ელჩებს შორის არიან ჯორჯ კლუნი, ლეონარდო დიკაპრიო, შარლიზ ტერონი და სხვები.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]