weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

უკრაინის პროკურატურამ ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავების ნებართვა მიიღო

17:37 ოთხშაბათი, 26 ივლისი 2017

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოსგან კიევის ყოფილი მერის და პარტია ბედნიერი საქართველოსთვისლიდერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავების ნებართვა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გენპროკურატურა ავრცელებს.

საგამოძიებო სამმართველო კიევში, პარკოვის ქუჩაზე ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნის უკანონო მშენებლობის საქმეს იძიებს. საქმეში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი კიევის ყოფილი მერია.

ლეონიდ ჩერნოვეცკის 14 ივლისს შეატყობინეს, რომ ის უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევაშია ბრალდებული, რაც ძალაუფლების და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს.

პროკურატურის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ჩერნოვეცკი გამოძიებას თავს არიდებს და მისი ადგილსამყოფელი უცნობია, სასამართლომ მისი დაკავების ნებართვა გასცა.

დანაშაულში ეჭვმიტანილი სხვა პირების დასადგენად გამოძიება გრძელდება.

მილიარდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო. მან პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ დააარსა და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას პენსიების 400-500 ლარამდე გაზრდას დაპირდა. მოგვიანებით მან არჩევნებში მონაწილეობა გადაიფიქრა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]