weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დონბასში ორი უკრაინელი სამხედრო მოკლეს

12:51 ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი 2019

აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებმა ორი უკრაინელი სამხედრო მოკლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 101-ე ბრიგადის ცნობით, ერთ-ერთი დაღუპული 36 წლის იაროსლავა ნიკონენკოა, რომელიც ამავე ბრიგადაში მსახურობდა.

ორივე სამხედრო სნაიპერის მიერ ნასროლი ტყვიით იქნა მოკლული.

იაროსლავა ნიკონენკოს მამა, ავღანეთის ომის ვეტერანი სერგეი ნიკონენკოც აღმოსავლეთ უკრაინაში იბრძოდა. ის 2015 წლის იანვარში, ლუგანსკთან მოკლეს. სერგეი ნიკონენკო 52 წლის იყო.

დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში კონფლიქტი რუსეთის მიერ მხადაჭერილმა სეპარატისტებმა 2014 წლის აპრილში დაიწყეს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, ომის შედეგად დაიღუპა 13 ათასზე მეტი ადამიანი, 1.5 მილიონი კი დევნილად ითვლება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]