კაშხალი მოსკოვის დროით ღამის ორ საათზე ჩამოინგრა. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კაშხალი მრავალი დარღვევით იქნა აშენებული.
გამომძიებლებმა სისხლის სამართლის საქმე სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით აღძრეს. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ტარდება, რომელშიც 270 ადამიანი და დაახლოებით 50 ერთეული ტექნიკაა ჩართული.