მიგრანტებმა მაცივრიან კონტეინერში ორი დღე გაატარეს. მაცივარი გაფუჭებული იყო, მიგრანტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 8 მიგრანტს მაინც დასჭირდა სამედიცინო დახმარება. მათ სუნთქვის პრობლემები შეექმნათ. მიგრანტებს შორის 6 ბავშვიც იმყოფებოდა.
სატვირთო თურქეთის გავლით საბერძნეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში შესვლას გეგმავდა.
რამდენიმე დღის წინ, დიდ ბრიტანეტში, მაცივრიან სატვირთოში 39 გარდაცვლილი ვიეტნამელი მიგრანტი იპოვეს.