88 წლის ჰოსნი მუბარაქს მიმდინარე თვეს მოუხსნეს უკანასკნელი, მკვლელობის ბრალდება, რომელსაც რამდენიმე სხვა ბრალდებასთან ერთად უყენებდნენ.
შეგახსენებთ, რომ მუბარაქს 2011 წელს 30-წლიანი მმართველობის შემდეგ აიძულეს გადადგომა. „არაბულ გაზაფხულად“ წოდებული გადატრიალებებით მოცული ქვეყნების ლიდერებიდან სწორედ მუბარაქი იყო პირველი, ვინც საკუთარ ქვეყანაში სასამართლოს წინაშე წარდგა. ის 2011 წლის აპრილში დააპატიმრეს, რის შემდეგაც ხან ციხეში, ხანაც სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა. 2012 წელს მას სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნო უშიშროების ძალების მიერ დემონსტრანტების დახოცვაში, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ვერდიქტი გააუქმა.