weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ნადეჟდა სავჩენკო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება

16:12 ხუთშაბათი, 27 ივლისი 2017

ყოფილი სამხედრო მფრინავი და ახლა უკვე უმაღლესი რადას დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭისყრას გეგმავს. უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში ის ამბობს, რომ საპრეზიდენტო კამპანიისთვის ფულს აგროვებს.

„არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ, რა იქნება შემდეგ - გამოჩნდება. საპრეზიდენტო კამპანიისთვის ბევრი არ არის საჭირო: კანდიდატად რეგისტრაციისთვის 2.5 მილიონი გრივნა საკმარისია. ფონდი გაიხსნება და გულწრფელად ვამბობ, პრეზიდენტობისთვის ფულს ვაგროვებ“, - განაცხადა სავჩენკომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მისი პარტია, რომელიც მიმდინარე თვეში დაარეგისტრირა, საპარლამენტო არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას .

უკრაინაში როგორც საპრეზიდენტო, ისე უმაღლესი რადას არჩევნები 2019 წელს უნდა ჩატარდეს.

ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ნადეჟდა სავჩენკო 2014 წლის ზაფხულში ლუგანსკში დააკავეს. 2016 წლის მარტში რუსულმა სასამართლომ სავჩენკო დამნაშავედ ცნო ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეში, ასევე, საზღვრის უკანონო გადაკვეთაში. სასამართლომ მას 22-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 25 მაისს ვლადიმერ პუტინმა სავჩენკოს შეწყალების ბრძანებას ხელი მოაწერა, რის შემდეგაც ის სამშობლოში დააბრუნეს. სანაცვლოდ უკრაინულმა მხარემ პატიმრობიდან რუსეთის ორ მოქალაქე გაათავისუფლა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]