53 წლის ჯეფ ბეზოსი Amazon-ის აქციების 17%-ს ფლობს. იმის წყალობით, რომ მათი ღირებულება 2.3% არის მომატებული, ბეზოსის ქონება 2 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
მსოფლიოში ონლაინ გაყიდვების ლიდერი კომპანია ჯეფ ბეზოსმა 1994 წელს დააფუძნა. Amazon-ის გარდა ის სხვა ბიზნესებითაც არის დაკავებული. ერთ-ერთი მათგანია მის მიერ 2000 წელს დაფუძნებული კომპანია Blue Origin, რომელიც კოსმოსური ტურიზმის განვითარებას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს ბეზოსმა ცნობილი ამერიკული გამოცემა Washington Post შეიძინა.
რაც შეეხება ბილ გეითსს, მან მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტული ქველმოქმედებისთვის დახარჯული ფულის გამო დაკარგა. 2016 წლის ბოლოს მას ქველმოქმედებაზე სულ 31 მილიარდი აშშ დოლარი ჰქონდა დახარჯული. ბილ გეითსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანად პირველად 1995 წელს დასახელდა, როდესაც 39 წლის იყო.
Forbes-ი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანებს სიას 1987 წლიდან ადგენს.