weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

უზბეკეთში ცნობილი ჟურნალისტი 17-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს

17:27 ოთხშაბათი, 22 თებერვალი 2017

უზბეკეთში ცნობილი ჟურნალისტი და პოლიტპატიმარი მუჰამად ბეკჯონი17-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას 63 წლის ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის პატიმრობის ვადის მოხდის შემდეგ გაათავისუფლეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ბეკჯონს ყველაზე ხანგრძლივი ვადით დაპატიმრებული ჟურნალისტების სიაში მოიხსენიებდა.

ბეკჯონი უზბეკეთის ოპოზიციურ გაზეთ „ერკის“ მთავარი რედაქტორი იყო, როდესაც 1994 წელს იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. 1999 წელს ის კიევში მოიტაცეს და ჩაიყვანეს ტაშკენტში, სადაც პრეზიდენტის წინააღმდეგ ტერაქტის მზადებაში მონაწილეობის ბრალდებით 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ბეკჯონი უარყოფდა ბრალდებებს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა. 2011 წელს, როდესაც ციხიდან გამოსვლამდე ერთი თვე ჰქონდა დარჩენილი, კიდევ ოთხი წლითა და რვა თვით პატიმრობა დაუმატეს.

უზბეკეთის ლიდერი ისლამ ქარიმოვი 2016 წელს გარდაიცვალა და ახალი პრეზიდენტი შავკათ მირზიაევი პოლიტპატიმრებს ათავისუფლებს, რაც მიჩნეულია ავტორიტეტული მმართველობის თანდათან შემსუბუქების ნიშნად. 15 თებერვალს ასევე პოლიტპატიმრად მიჩნეული ბანკირი რუსტამ უსმონოვი გამოუშვეს, რომელმაც 19 წელი დაჰყო ციხეში. მანამდე კი ნოემბერში 23-წლიანი პატიმრობის შემდეგ ყოფილი პარლამენტარი სამანდარ კუკანოვი გაათავისუფლეს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]