weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

პუტინმა საქართველოს გამო სახელმწიფო ღალატისთვის მსჯავრდებულები შეიწყალა

14:23 კვირა, 30 ივლისი 2017

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეიწყალა სოჭის მცხოვრები მარინა ჯანჯღავა და ანიკ კესიანი, რომლებიც სასჯელს სახელმწიფო ღალატისთვის იხდიდნენ. გამოძიების ინფორმაციით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე, ჯანჯღავა და კესიანი ქართველებს სოჭში რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ მოკლე ტექსტურ შეტყობინენებს უგზავნიდნენ.

2014 წელს, მარინა ჯანჯღავას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო 2015 წელს ანიკ კესიანს რვაწლიანი პატიმრობა შეუფარდეს. „ბი-ბი-სის“ რუსული სამსახურის ინფრომაციით, მიმდინარე წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებულები ვოლოგდისა და მორდოვიას კოლონიებიდან მოსკოვის ციხეში გადაიყვანეს. ამასთან დაკავშირებით მათი ადვოკატი აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფების ბედი უმაღლეს დონეზე წყდებოდა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს გაასამართლეს კიდევ ერთი ქალი - ოკსანა სევასტიდი და შვიდწლიანი პატიმრობა შეუფარდეს იმისთვის, რომ მან 2008 წელს სოხუმში მცხოვრებ ნაცნობს აფხაზეთისკენ მიმავალი რუსული ტანკების შესახებ მოკლე ტექტური შეტყობინება გაუგზავნა. გამოძიების მტიკცებით, სევასტიდის ახლობელი ქართულ დაზვერვასთან თანამშრომლობდა, ამიტომ მას შპიონაჟში დასდეს ბრალი. ოკსანა სევასტიდი პუტინმა 2017 წლის მარტში შეიწყალა.

ვლადიმირ პუტინის ახალი განკარგულება 29 ივლისს გამოქვეყნდა და ძალაში 10 დღის შემდეგ შევა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]