weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთში აშშ-ის დიპლომატიური მისია 755 ადამიანით შემცირდება

10:28 ორშაბათი, 31 ივლისი 2017

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური მისია 755 ადამიანით უნდა შემცირდეს. ეს გადაწყვეტილება, აშშ-ის მიერ ანტირუსული სანქციების გამკაცრების საპასუხოდ პუტინმა პირადად მიიღო.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ვლადიმერ პუტინმა განმარტა, რომ რუსეთის დატოვება მოუწევთ როგორც მისიის წევრ დიპლომატებს, ისე ტექნიკურ პერსონალს. მისივე თქმით, ჯერ-ჯერობით ვერ ხედავს აშშ-ის მიმართ დამატებითი შეზღუდვების დაწესების საჭიროებას, რადგან ამან შესაძლოა ავნოს მთლიანად საერთაშორისო ურთიერთობებს.

საპასუხო სანქციების შედეგად რუსეთში ამერიკელი დიპლომატიური პერსონალი 455 ადამიანს გაუტოლდება. დაახლოებით ამდენივე რუსი მუშაობს აშშ-ში რუსეთის დიპლომატიურ მისიებში.

პუტინის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელიც რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. კანონპროექტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეგზავნა ხელმოსაწერად და როგორც ცნობილია, ტრამპი მას ხელს მოაწერს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]