სამართალდამცველების ცნობით, პოლიციამ 34 წლის ახალგაზრდა მამაკაცი მოკლა, რომელმაც მანამდე ღამის კლუბში სროლის შედეგად ერთი ადამიანი იმსხვერპლა და ოთხი დაჭრა.
პოლიცია გამორიცხავს ტერაქტის ვერსიას და აცხადებს, რომ ერაყელი თავდამსხმელი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა გერმანიაში და იგი არ მიეკუთვნებოდა თავშესაფრის მაძიებლებს.