weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

იტალია ევროპელი ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის

10:59 ოთხშაბათი, 03 ივნისი 2020

სამთვიანი კარანტინის შემდეგ, იტალია ევროპის ქვეყნებისთვის საზღვრებს ხსნის. ტურისტებს ქვეყანაში შესვლა დღეიდან, 3 ივნისიდან შეუძლიათ. იხსნება იტალიის ყველა ტურისტული მიმართულება - ვიზიტორებს მიიღებს რომის კოლიზეუმი, ვენეციაში კი ტურისტებს კვლავ შეეძლებათ გონდოლებით გასეირნება.

ხელისუფლება ამსუბუქებს შეზღუდვებს ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზეც, თუმცა საერთაშორისო ფრენები მხოლოდ იტალიის სამ ქალაქში, მილანში რომსა და ნეაპოლში იქნება დაშვებული.

იტალიაში ჩასულ ევროპელ ტურისტებს თვითიზოლაცია არ მოეთხოვებათ, თუ ისინი მანამდე მსოფლიოს რომელიმე სხვა კონტინენტზე არ იმყოფებოდნენ.

საერთაშორისო მედია წერს, რომ იტალიის ხელისუფლება ამ გადაწვეტილებით ცდილობს პანდემიით დაზარებული ქვეყნის ეკონომიკა კრიზისიდან გამოიყვანოს.

“ვაცნობიერებთ რისკს, რომ ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდოს, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ჯერ კიდევ მაისში, როდესაც ქვეყნის ტურისტული გეგმების შესახებ ისაუბრა, - თუმცა ამას უნდა შევეგუოთ, რადგან სხვაგვარად ვერასოდეს წამოვდგებით ფეხზე“.

იტალია პირველი ევროპული ქვეყანა იყო, რომელსაც კორონავირუსმა ყველაზე ძლიერად დაარტყა. ქვეყანა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით ახლაც მსოფლიო ქვეყნების პირველ ათეულშია - ინფიცირებულია 233 500, ხოლო გარდაცვლილია 33 500 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]