weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ხანგოშვილის საქმის გამო რუსეთის ელჩი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

16:56 ხუთშაბათი, 18 ივნისი 2020

რუსეთის ფედერაციის ელჩი გერმანიაში სერგეი ნაჩაევი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის ხელისუფლებას დაქვემდებარებულმა უწყებებმა შეუკვეთეს.

სააგენტო „რია ნოვოსტის“ რუსეთის საელჩოში განუცხადეს, რომ ელჩი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს მივა.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მასი არ გამორიცხავს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ხანგოშვილის მკვლელობის გამო.

ცნობისთვის, გასულ წელს, ზელიმხან ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით, გერმანიამ ქვეყნიდან გააძევა რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი.

დღეს, 18 ივნისს, გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ სასამართლოს გადასცეს რუსეთის მოქალაქის ვადიმ კ.-ს საქმე, რომელსაც ბრალად ედება საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა, ასევე იარაღის უკანონო ტარება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]