იერიში ჯავადიას მეჩეთზე ორმა თავდამსხმელმა განახორციელა. პირველმა მეჩეთის შესასვლელთან ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა, მეორე შეირაღებულმა პირმა კი სალოცავში მყოფ სამასამდე ადამიანს ცეცხლი გაუხსნა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
შიიტები ავღანეთში მცხოვრებ უმცირესობას განეკუთვნებიან და მათ ხშირად ესხმიან თავს, როგორც ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“, ისე თალიბანის მებრძოლები.