weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უკრაინამ ხერსონის პორტი 30 წლით ქართულ-შვეიცარულ კონსორციუმს გადასცა

11:29 შაბათი, 27 ივნისი 2020

უკრაინამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც ხერსონის საზღვაო-სავაჭრო პორტი 30-წლიანი მართვის უფლებით ქართულ-შვეიცარულ კონსორციუმს „რისოილ-ხერსონს“ გადაეცა. კონსორციუმის მესაკუთრეები „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფი“ და შვეიცარული კომპანია Rissoil S.A. არიან.

შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაესწრო.

„დღეს უკრაინისთვის მშვენიერი ამბავია, უპირველეს ყოვლისა ხერსონის მცხოვრებლებთათვის. პირველად დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში, ქვეყანას თავისი საზღვაო კონცესია ექნება. ყველას ვულოცავ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ინვესტორებს და აღნიშნა, რომ შეთანხმების მიხედვით, გაიზრდება სამუშაო ადგილები და ხელფასები.

„იქნება ნორმალური, კანონიერი პირობები და არანაირი ბანდიტიზმი. მგონია, რომ ეს ლოგიკურიც არის იქიდან გამომდინარე, თუ როგორ ქვეყანას ვაშენებთ: თავისუფალს, საბაზროს, დემოკრატიულს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, ინვესტორმა 2030 წლისთვის უნდა უზრუნველყოს ტვირთის გადაზიდვის მოცულობის წელიწადში მინიმუმ 1,36 მილიონ ტონამდე გაზრდა. გარდა ამისა, გარდამავალი პერიოდის დასრულებიდან სამ წელიწადნახევრის განმავლობაში პორტში სულ მცირე 216 მილიონი გრივნის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს, ხოლო ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებაში მინიმუმ 18 მილიონი გრივნა უნდა ჩაიდოს. სახელმწიფო ბიუჯეტში ინვესტორმა ყოველწლიურად უნდა გადაიხადოს კონცესიის გადასახადი მინიმუმ 12 მილიონი გრივნის ოდენობით, რომელსაც ექვემდებარება ინდექსაციას და ასევე, შემოსავლის 7%.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]