weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლიეტუვაში რუსეთის ტელეარხ Russia Today-ის მაუწყებლობა აიკრძალა

22:46 ოთხშაბათი, 08 ივლისი 2020
ფოტოზე მარგარიტა სიმონიანი ფოტოზე მარგარიტა სიმონიანი

ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიამ ქვეყანაში Russia Today-ის ოთხი არხის მაუწყებლობა აკრძალა. „მედუზას“ ინფორმაციით, აკრძალვის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ სატელევიზიო ქსელს აკონტროლებს საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს - „როსსია სეგოდნიას“ გენერალური დირექტორი დმიტრი კისელიოვი, რომელიც ევროკავშირის მიერ არის სანქცირებული. თავის მხრივ „როსსია სეგოდნია“ რუსეთის ხელისუფლების საკუთრებაა.

Russia Today-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა ლიეტუვას ხელისუფლების გადაწყვეტლებას „ფანტასმაგორიული სისულელე“ უწოდა. მისი თქმით, სავარაუდოდ კომისიამ „როსსია სეგოდნია“ დაგუგლა და თარგმანში Russia Today მიიღო. სიმონიანი Russia Today-სთან კისელიოვის კავშირს უარყოფს და ამბობს, რომ Russia Today-ის დაფუძნების დღიდან უკვე 15 წელია თავად ხელმძღვანელობს.

30 ივნისს იგივე გადაწყვეტილება მიიღო ლატვიამ და Russia Today-ის შვიდი არხის მაუწყებლობა აკრძალა. ლატვიამაც ამის საფუძვლად Russia Today-ზე კისელიოვის ფაქტობრივი კონტროლი დაასახელა. დმიტრი კისელიოვი ბრალდებას უარყოფს.

„მედუზას“ ინფორმაციით, Russia Today-ის აკრძალვაზე ესტონეთიც მსჯელობს.

ევროკავშირმა კისელიოვი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა იმის გამო, რომ, სავარაუდოდ, ის ხელს უწყობდა კრემლის პროპაგანდის გავრცელებას 2014 წელს, ყირიმის ანექსიის დროს. კისელიოვის მედია ჯგუფი „როსსია სეგოდნია“ Russia Today-საც მოიცავს. 

Russia Today სატელევიზიო ქსელია, რომლის დაფინანსების მთავარი წყარო რუსეთის მთავრობაა. მას რვა არხი აქვს და ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ, გერმანულ, არაბულ და რუსულ ენებზე მაუწყებლობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]