weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დონალდ ტრამპი „მწვანე ბარათის“ გათამაშების გაუქმებას გეგმავს

13:29 ხუთშაბათი, 03 აგვისტო 2017
დონალდ ტრამპი აცხადებს საემიგრაციო რეფორმას მხარდამჭერ სენატორებთან ერთად დონალდ ტრამპი აცხადებს საემიგრაციო რეფორმას მხარდამჭერ სენატორებთან ერთად

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „მწვანე ბარათის“ გაცემის წესის შეცვლას გეგმავს. მან ორ სენატორთან ერთად კანონპროექტი სახელწოდებით RAISE შეიმუშავა, რომელიც ითვალისწინებს „მწვანე ბარათის“ გათამაშების გაუქმებას, რომელის წყალობითაც აშშ-ში წელიწადში 50 000 ადამიანი ჩადის.

„მწვანე ბარათი“ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში მუდმივად ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას ანიჭებს.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „მწვანე ბარათის“ გაცემისას პრიორიტეტი ინგლისური ენის უკეთ მცოდნეებს მიენიჭებათ, რომელთაც შეუძლიათ მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმება და აქვთ ის უნარები, რაც აშშ-სთვის გამოსადეგი იქნება.

დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ არსებული რეგულაციების გამო, მიგრანტები მაღალშემოსავლიან სამსახურებში ვერ საქმდებიან და საბოლოო ჯამში სახელმწიფო სოციალური შემწეობის მიმღებები ხდებიან, რაც მისივე თქმით, ამერიკის მოქალაქეებისა და გადასახადების გადამხდელების მიმართ უსამართლობაა.

„მწვანე ბარათის“ გათამაშება 1990 წლიდან არსებობს. ვიზა გაიცემა ე.წ. ლატარიის პრინციპით.

აღსანიშნავია, რომ საემიგრაციო სისტემის შეცვლა და ტრამპის სიტყვებით, ამერიკელი დასაქმებულების და გადასახადების გადამხდელების დაცვა, მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დაგეგმილი საემიგრაციო რეფორმა, ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა იქნება მომავალი 50 წლის განმავლობაში. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]