weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბეირუთში აფეთქების შედეგად სულ მცირე 78 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 4000-ზე მეტი

10:36 ოთხშაბათი, 05 აგვისტო 2020

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში 4 აგვისტოს მომხდარი ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე 78 ადამიანი დაიღუპა, 4 ათასზე მეტი კი დაშავდა. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, აფეთქდა დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც პორტში უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე ინახებოდა.

აფეთქების შედეგად დაინგრა მრავალსართულიანი სახლები, მათ შორის ისინიც, რომლებსაც პორტთან კილომეტრები აშორებდა.

ლიბანში 3-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

ხელისუფლებას ჯერჯერობით არ დაუსახელებია ოფიციალური მიზეზი, თუ რამ გამოიწვია აფეთქება. ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა განაცხადა, რომ 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატი პორტში 6 წლის განმავლობაში იყო, პრემიერ-მინისტრმა ჰასან დიაბმა კი თქვა, რომ კონფისკირებული „სახიფათო ნივთიერება“ პორტში 2014 წლიდან ინახებოდა. მან პირობა დადო, რომ დამნაშავეები პასუხს აგებენ. ზიანის აღმოსაფხვრელად მთავრობა 66 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას აპირებს.

ლიბანელ შიიტთა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ უარყო ვერსია, რომ აფეთქება შესაძლოა გამოეწვია ისრაელის არმიის მიერ მათ იარაღის საცავზე განხორციელებულ იერიშს. ისრაელის თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმაც განაცხადეს, რომ ისრაელს მომხდართან კავშირი არ აქვს.

აფეთქება ეკონომიკური კრიზისისა და კორონავირუსით გამოწვეული ზარალის ფონზე მოხდა. აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, ლიბანის ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთმანეთს პოლიცია და ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ.

ამასთან, აფეთქება წინ უძღოდა ლიბანის პრემიერ-მინისტრის, რაფიკ ჰარირის საქმეზე ვერდიქტის გამოცხადებას. პარასკევს, 7 აგვისტოს, გაეროს ტრიბუნალმა მკვლელობაში ბრალდებული, „ჰეზმოლას“ ოთხი ლიდერის მიმართ გამოტანილი განაჩენი უნდა გამოაცხადოს. ჰარირი და მის გარდა კიდევ 21 ადამიანი 2005 წელს, დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. ტერაქტი პორტიდან 2 კილომეტრში მოხდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]