ლუკაშენკოს განცხადებით, როდესაც საუბარია სამხედრო შემადგენელზე, ბელარუსს რუსეთთან შეთანხმება აქვს მოკავშირე სახელმწიფოსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში.
„ზუსტად, ეს მომენტები მიესადაგება ამ შეთანხმებას. ამიტომ, დღეს რუსეთის პრეზიდენტთან გრძელი, დეტალური საუბარი მქონდა სიტუაციის შესახებ. უნდა ითქვას, რომ გარკვეულწილად გამაკვირვა იმან, რომ ის აბსოლუტურად გათვიცნობიერებულია იმაში, რაც ხდება. ჩვენი მოვილაპარაკეთ, რომ ჩვენი პირველივე მოთხოვნის შემთხვევაში, აღმოჩენილი იქნება ყოველმხრივი დახმარება ბელორუსის რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
დღეს, 15 აგვისტოს, ლუკაშენკოსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. კრემლის ინფორმაციით, მათ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში შექმნილი ვითარება განიხილეს.
„ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ არჩევნების შემდეგ წარმოშობილი პრობლემები მალე გადაიჭრება. მთავარია, ამ პრობლემებით არ ისარგებლონ იმ დესტრუქციულმა ძალებმა, რომლებიც ცდილობენ ზიანი მიაყენონ ორი ქვეყნის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას მოკავშირე სახელმწიფოს ფარგლებში“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.