weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

Ryanair-ი ევროპაში ფრენებს 20%-ით შეამცირებს

09:59 სამშაბათი, 18 აგვისტო 2020

ირლანდიური ავაიკომპანია Ryanair-ი სექტემბერსა და ოქტომბერში ევროპაში დაგეგმილი ავიარეისების 20%-ს გააუქმებს. კომპანიამ გუშინ, 17 აგვისტოს განაცხადა, რომ COVID-19-ის გამო ახალი შეზღუდვების დაწესების შედეგად, ბოლო დღეებში, ბილეთებზე მოთხოვნა შემცირდა.

Euronews-ის ინფორმაციით, ავიაკომპანიის გადაწყვეტილება ძირითადად შეეხება საფრანგეთის, ესპანეთის და შვედეთის მიმართულებებს. დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებით, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან შესულ ყველა მგზავრს სავალდებულო ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევს. ირლანდიას იგივე ზომები აქვს მიღებული გერმანიასთან და დიდ ბრიტანეთთან მიმართებაში.

„აეროპორტებში სათანადო ტესტირება და ეფექტური მეთვალყურეობა (როგორიც გერმანიასა და იტალიაშია) ევროკავშირში უსაფრთხო საჰაერო მიმოსვლის ზედამხედველობის ერთადერთი რეალისტური და პროპორციული მეთოდია, რაც COVID-19-ის გავრცელებასაც ეფექტურად შეზღუდავს“, - განაცხადა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა.

მგზავრებს, რომლებსაც სექტემბრის ბილეთები ჰქონდათ აღებული, Ryanair-მა ახალი გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა, ხოლო ოქტომბრის ფრენების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

საქმიანობის შეზღუდვას სხვა ევროპული ავიაკომპანიებიც გეგმავენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]