weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ჩრდილოეთ ავღანეთში თალიბების თავდასხმას 30 ადამიანი ემსხვერპლა

13:23 ორშაბათი, 07 აგვისტო 2017

ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე სარი პულის პროვინციაში მომხდარი თავდასხმის შედეგად, რომელზეც პასუხისმგებლობა ორგანიზაცია თალიბანმა ნაწილობრივ აიღო.

ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ ორდღიანი ინტენსიური სროლების შედეგად კონტროლი დაამყარა საიადის რაიონის დასახლება მირზავალანგზე.

პროვინციის გუბერნატორის ზაჰირ ვაჰდათის ცნობით, დაღუპულთა შორის არიან სამხედროებიც, თუმცა უმრავლესობა სამოქალაქო პირები, ქალები და ბავშვები არიან. შეტაკებისას ასევე დაიღუპა თალიბანის 10 მებრძოლი.

თალიბანის სპიკერ ყარი იუსუფ აჰმადის განცხადებით, დაჯგუფება თავდასხმაზე პასუხისმგებლობას იღებს, მაგრამ მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას უარყოფს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]