weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

„ნოვიჩოკით“ მოწამლული ნავალნი ფეხზე წამოდგა და საკუთარ მდგომარეობას აღწერს

17:11 შაბათი, 19 სექტემბერი 2020

„ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ბერლინის კლინიკაში გადაღებულ ფოტოს და ყვება როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პროცესი.

ნავალნის თქმით, ჯერ ვერ ახერხებს დამოუკიდებლად წყლის დასხმას, ან ხელში ტელეფონის დაჭერას, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ლაპარაკიც კი არ შეეძლო და ვერავის ცნობდა.

„ყოველ დილით მოდიოდა ექიმი და მეუბნებოდა: ალექსეი, დაფა მოვიტანე, მოდით, ერთად მოვიფიქროთ, რა სიტყვა დავწეროთ მასზე. ამას სასოწარკვეთილებამდე მივყავდი, რადგან, თუმცა მთლიანობაში ვიგებდი, რა სურდა ექიმს, ვერ ვიგებდი, სად მეპოვა სიტყვები“, – წერს ნავალნი ინსტაგრამზე.

მისივე თქმით, როდესაც კიბეზე ჩადის ფეხები უკანკალებს, თუმცა ახლა ის მაინც ესმის, რომ მის წინ კიბეა: „ადრე უბრალოდ სულელურად დავდგებოდი და ვუყურებდი“, – აღნიშნავს ნავალნი საკუთარი მდგომარეობის აღსაწერად.

ოპოზიციონერის თქმით, კლინიკა „შარიტეს“ ექიმებმა „ტექნიკურად ცოცხალი ადამიანიდან აქციეს იმად, ვისაც აქვს შანსები ისევ გახდეს თანამედროვე საზოგადოების არსებების უმაღლესი ფორმა – ადამიანი, რომელსაც შეუძლია სწრაფად ათვალიეროს ინსტაგრამი და დაყოვნების გარეშე გაიგოს, სად დასვას ლაიქი“.

ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს მოწამლეს, სავარაუდოდ, მანამდე, ვიდრე ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში გაფრინდებოდა. ოპოზიციონერის პრეს-მდივნის ინფორმაციით, იმ დილით, ფრენამდე ნავალნიმ მხოლოდ აეროპორტის კაფეში შეძენილი ჩაი დალია. ნავალნი შეუძლოდ ბორტზე გახდა, რის შემდეგაც თვითმფრინავი ქალაქ ომსკში დაეშვა. ალექსეი ნავალნი ომსკიდან ბერლინში 22 აგვისტოს გადაიყვანეს. თითქმის ორი დღის განმავლობაში მას რუსეთის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ. დაახლოებით ორი კვირა ალექსეი ნავალნი ხელოვნურ კომაში იყო.

2 სექტემბერს, გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ტოქსიკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადასტურა ნავალნის წინააღმდეგ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნერვულ-პარალიტიკური მომწამლავი ნივთიერების გამოყენების ფაქტი. კანცლერ ანგელა მერკელის თქმით, კვლევის შედეგების შესახებ აცნობეს გერმანიის პარტნიორებს ევროკავშირსა და ნატო-ში. 3 სექტემბერს, ევროკავშირმა განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზგასმული იყო ნავალნის მოწამვლის საქმეზე რუსეთის ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიების დაწყების აუცილებლობა. განცხადებას საქართველოც შეუერთდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]