weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

გერმანიამ საქართველო კორონავირუსის რისკის შემცველი ქვეყნების სიაში შეიყვანა

01:30 ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2020

7 ოქტომბერს გერმანიამ საქართველო კორონავირუსის რისკის შემცველ მხარედ დაასახელა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის, ვინც გერმანიაში გამგზავრებამდე 14 დღის განმავლობაში საქართველოში იყო, გერმანიაში შესვლის შემდეგ სავალდებულო კარანტინს გაივლის ამა თუ იმ ფედერალურ მხარეში მოქმედი წესების შესაბამისად. აქამდე საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში შესვლა სავალდებულო კარანტინის გავლის გარეშე შეეძლოთ.

რობერტ კოხის ინსტიტუტის ინფორმაციით, გერმანია ქვეყანას რისკის შემცველად აცხადებს, თუ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევათა რაოდენობა 50-ს გადააჭარბებს. გადაწყვეტილების მიღების დროს მხედველობაში მიიღება ადგილზე არსებული ვითარების შესახებ გერმანიის დიპლომატური მისიების, ასევე შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების ანგარიშები, რომელიც შეიცავს ინფორმაციას კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად მიღებული ზომების შესახებ. შეფასებისთვის გადამწყვეტია ინფიცირების რაოდენობა და აფეთქების ტიპი (ლოკალურად შემოსაზღვრული თუ ფართომასშტაბიანი), ტესტირების შესაძლებლობები და ერთ მოსახლეზე ჩატარებული ტესტების ოდენობა, აგრეთვე ინფექციის შესაკავებლად ქვეყნის მიერ მიღებული ზომები (ჰიგიენის რეგულაციები, ინფიცირებულების კონტაქტების მიკვლევადობა და ა.შ.). 

რისკის შემცველი ქვეყნების სიაში, რომელიც 7 ოქტომბერს განახლდა, საქართველოს გარდა მოხვდნენ იორდანია, რუმინეთი და ტუნისი, ასევე, ნიდერლანდების, ბულგარეთის, ხორვატიის, ლიეტუვას, სლოვაკეთისა და უნგრეთის რამდენიმე რეგიონი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]