weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პირველად 1979 წლის შემდეგ ირანის მთავრობაში სამი ქალი იქნება

00:42 ხუთშაბათი, 10 აგვისტო 2017
ვიცე-პრეზიდენტი ქალთა და ოჯახის საკითხებში მასუმეჰ ებთექარი ვიცე-პრეზიდენტი ქალთა და ოჯახის საკითხებში მასუმეჰ ებთექარი

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ მთავრობის წევრებად სამი ქალი დანიშნა. მეორე ვადით არჩეულმა როუჰანიმ ეს გადაწყვეტილება მწვავე კრიტიკის გამო მიიღო, რაც მან ერთი დღით ადრე, მხოლოდ კაცებით დაკომპლექტებული მთავრობის შემადგენლობის წარდგენის გამო დაიმსახურა.

ვიცე-პრეზიდენტი ქალთა და ოჯახის საკითხებში, ვიცე-პრეზიდენტი იურიდიულ საკითხებში და პრეზიდენტის თანაშემწე სამოქალაქო უფლებების საკითხებში - ამ თანამდებობებს ინაწილებენ მთავრობის წევრი ქალბატონები.

აღსანიშნავია, რომ 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობაში ქალი მხოლოდ ერთხელ, 2009-2013 წლებში იყო, როდესაც ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას მარზიეჰ ვაჰიდ დასტჯერდი იკავებდა.

მეორე ვადით არჩეული ჰასან როუჰანი პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებას 5 აგვისტოს შეუდგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]