ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის ინფორმაციით, აფეთქებისას ასევე დაიჭრა, სულ ცოტა, 10 ადამიანი. აფეთქება სამუშაო დღის დასრულების შემდეგ მოხდა, როდესაც ათასობით თანამშრომელი სამინისტროების შენობებს ტოვებდა.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.