როგორც ირკვევა, რუსეთის მოქალაქე ინჯირლიკის ამერიკულ ავიაბაზაზე ერთ-ერთი თვითმფრინავის აფეთქებას აპირებდა. რუსეთის საელჩოში აცხადებენ, რომ სიტუაციას სწავლობენ.
დანაშაულში ეჭვმიტანილი თურქეთში წარსულშიც დააკავეს. ის სირიის მოსაზღვრე ქილისის პროვინციაში უკანონოდ მოხვედრას ცდილობდა, თუმცა დააკავეს და მისი დეპორტაცია მოახდინეს.
ინჯირლიკის ავიაბაზა თურქეთის სამხრეთით მდებარეობს. მას თურქულ მხარესთან შეთანხმებით აშშ იყენებს. ბაზაზე განთავსებული თვითმფრინავები სირიასა და ერაყში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციებში მონაწილეობენ.