მეორე აფეთქებისას კოპტური მართლმადიდებლური ეკლესიის პაპი და პატრიარქი, თეოდორიუს მეორე ალექსანდრიის ტაძარში იმყოფებოდა, იგი არ დაშავებულა.
ორივე აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. მისი განცხადებით, აფეთქებები ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, რომელთაც ტანისამოსის შიგნით ე.წ. შაჰიდის ქამარი ეკეთათ.
ეგვიპტეში კოპტების ქრისტიანული თემი 6 მილიონამდე ადამიანს ითვლის.