weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვენაში თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 15 დაიჭრა

11:20 სამშაბათი, 03 ნოემბერი 2020

ავსტრიის დედაქალაქში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღპა, 15 კი მძიმედ დაიჭრა, მათ შორის ერთი პოლიციელია. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, პირი, რომელიც პოლიციის მიერ იქნა ლიკვიდრებული, ტეტორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახლემწიფოს“ მხარდამჭერი იყო და მას, სავარაუდოდ, თანამზრახველები ჰყავდა.

ვენის ცენტრში თავდასხმა 2 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა. ბოროტმოქმედებმა ცეცხლი ექვს ადგილზე გახსნეს. მომხდარს ორი მამაკაცი და ერთი ქალი ემსხვერპლა. მძიმეა 6 დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა. როგორც გაირკვა, ის ავტომატით იყო შეიარაღებული და ყალბი ე.წ. თვითმკვლელის ქამარი ეკეთა. 

ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა მომხდარს ტერაქტი უწოდა.

ვენაში თავდასხმამდე სამი დღით ადრე ტერაქტი მოხდა საფრანგეთში. ნიცაში თავს დაესხნენ „ნოტრდამის“ ეკლესიის მრევლს და სამი ადმიანი მოკლეს. თავად ტერორისტი, 21 წლის ტუნისელი მამაკაცი, დაკავების დროს მძიმედ დაჭრეს. საქმეზე გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]