weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აშშ-ში რამდენიმე ტელეკომპანიამ ტრამპის გამოსვლის ტრანსლირება შეწყვიტა

14:19 პარასკევი, 06 ნოემბერი 2020

ამერიკის შეერთებულ შტატებში, რამდენიმე მსხვილმა ტელეკომპანიამ პრეზიდენტ დონალდ ტრაპის გამოსვლის პირდაპირ ეთერში გადაცემა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ტრამპმა არჩევნებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთება დაიწყო. ასეთ ტელეარხებს შორის არიან MSNBC, ABC, CBS, CNBC, NBC და ასევე, გამოცემა USA Today.

5 ნოემბერს, თეთრ სახლში გამოსვლის დროს, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა დემოკრატიული პარტია თაღლითობასა და არჩევნების მოპარვაში დაადანაშაულა. ტრამპის განცხადებით, „უკანონო ხმების“ ჩათვლის გარეშე, არჩევნებში ის იმარჯვებს.  

„ჩვენ ისევ უცნაურ მდგომარეობაში ვართ, როცა არა მხოლოდ საუბარს ვაწყვეტინებთ აშშ-ის პრეზიდენტს, არამედ ვუსწორებთ კიდეც. არ არსებობს უკანონო ხმები, რომელთა შესახებ ჩვენ ვიცით, არ ყოფილა არც ტრამპის გამარჯვება, რომლის შესახებაც ვიცით“, – განაცხადა ტელეკომპანია MSNBC-ის წამყვანმა და პირდაპირ ეთერში არჩევნების შედეგებზე სასაუბროდ ჟურნალისტი ჩართო. CNBC-ის წამყვანმა კი თქვა, რომ პრეზიდენტის ნათქვამი აბსოლუტურად არასწორი იყო.

თეთრ სახლში ტრამპის გამოსვლა სრულად გადასცეს CNN-მა და Fox News-მა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა, თუმცა ხმების დათვლის პროცესი ჯერ არ არის დასრულებული.

ტრამპის კონკურენტი დემოკრატი ჯო ბაიდენია. გამარჯვებისთვის ერთ-ერთმა მათგანმა ამომრჩეველთა კოლეგიის 270 ხმა უნდა მიიღოს. ამ დროისთვის 50 შტატიდან დათვლილია 44 შტატის მონაცემები: დონალდ ტრამპს 214 ხმა აქვს, ხოლო ჯო ბაიდენს – 253.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]