weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მოლდოვის ახალ პრეზიდენტად ოპოზიციის კანდიდატი მაია სანდუ აირჩიეს

12:48 ორშაბათი, 16 ნოემბერი 2020

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ ლიდერმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოქმების 100% დაითვალა – მაია სანდუს ხმა ამომრჩეველთა 57.75%-მა (943 486 ხმა) მისცა, ხოლო მოქმედ პრეზიდენტს, იგორ დოდონს – 42.25%-მა (690 141 ხმა).

„ჩვენ მოლდოველების საოცარი მობილიზაციის მომსწრენი გავხდით. მიუხედავად კრიზისისა, მიუხედავად სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობისა და ბინძური წინასაარჩევნო კამპანიისა, ხმის მისაცემად დიდი რაოდენობით ხალხი მივიდა, როგორც მოლდოვაში, ისე მის საზღვრებს გარეთ“, – განაცხადა მაია სანდუმ.

არჩევნების პირველი ტური პირველ ნოემბერს იყო. მაშინ სანდუმ ხმების 35.96% მიიღო, ხოლო დოდონმა 32.74%.

საბოლოო შედეგები ხუთი დღის განმავლობაში გამოცხადდება. მოლდოვის კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის შედეგები საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაამტკიცოს.

48 წლის მაია სანდუ მოლდოვის პრემიერ-მინისტრად 2019 წლის ივნისში აირჩიეს სოციალისტების პარტიისა და სანდუს პოლიტიკური ბლოკის, ACUM-ის კოალიციური შეთანხმების შედეგად. პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებისთანავე მაია სანდუმ გამოაცხადა, რომ მისი მთავრობის პრიორიტეტი ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესება იქნებოდა. იმავე წლის ნოემბერში პარლამენტმა, სოციალისტების ინიციატივით, მაია სანდუს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]