weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

აშშ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სრულ სამხედრო მზადყოფნაშია - დონალდ ტრამპი

01:41 შაბათი, 12 აგვისტო 2017

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხედრო გადაწყვეტილებები მიღებულია და სრული მზადყოფნაა იმ შემთხვევისთვის, თუ ჩრდილოეთ კორეა უგუნურად მოიქცევა. "ტვიტერით" გაკეთებულ განცხადებაში ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი სხვა გზას აირჩევს.

ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ის შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ფხენიანმა ივლისში ორი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოუშავა. ცნობილია, რომ ჩრდილოეთ კორეა აგვისტოში დაასრულებს საშუალო მოქმედების ოთხ რაკეტაზე მუშაობას, რის შემდეგაც სამხედროები მზად იქნებიან, ქვეყნის ლიდერის ბრძანება შეასრულონ. ჩრდილოეთ კორეა იმუქრება, რომ მის მიერ გაშვებული რაკეტები წყნარ ოკეანეში მდებარე აშშ-ის კუნძულ გუამთან ახლოს ჩამოვარდებიან. კუნძულზე ამერიკული სამხედრო ბაზაა განთავსებული.

ამასთან დაკავშირებით ტრამპმა განაცხადა, რომ თუ კიმ ჩენ ინი "შექმნის საფრთხეს ან გუამთან ან სხვა ამერიკულ ტერიტორიასთან ან მოკავშირესთან დაკავშირებით რამეს მოიმოქმედებს, ამას მალევე ინანებს".

ამერიკის შეერთებული შტატებს სურს, რომ ფხენიანმა შეწყვიტოს ბირთვული რაკეტების განვითარება, რომლებიც შესაძლოა მის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული.

აღსანიშნავია, რომ 5 აგვისტოდან ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციები ამოქმედდა, რომლებსაც მხარი გაეროს უშიშროების საბჭომ დაუჭირა. ტრამპის განცხადებით, სანქციები, რომლებიც ჩრდილოეთ კორეას დაახლოებით 3 მილიარდი დოლარით შეუმცირებს ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალს, შესაძლოა ისეთი ეფექტური არ აღმოჩნდეს, როგორც მოსალოდნელი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]