weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

სანკტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

14:03 ორშაბათი, 03 აპრილი 2017

სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაშავდა. რუსეთის მთავარი პროკურატურის განცხადებით, მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

აფეთქება მოსკოვის დროით 14:30 საათზე მოხდა. რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით, მეტროდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, აფეთქება ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით მოხდა.

აფეთქებებთან დაკავშირებით სანკტ-პეტერბურგში ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის ობიექტებში ანტიტერორისტული ზომებია გაძლიერებული.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც აფეთქების დროს სანკტ-პეტერბურგში, ბელორუსიის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს ხვდებოდა, აცხადებს, რომ აფეთქების მიზეზი უცნობია და სამართალდამცავები მის დასადგენად მუშაობენ. მისივე თქმით, განიხილება ყველა ვერსია, მათ შორის ტერორიზმიც.

სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ გასულ წლებში რუსეთი ჩეჩენი მებრძოლების სამიზნე იყო და ჩეჩენ ამბოხებულთა ლიდერები მომდევნო თავდასხმების მოწყობით ხშირად იმუქრებოდნენ.

41 ადამიანი დაიღუპა 2010 წელს, მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქებების შედეგად, რომელზეც პასუხისმგებლობა რუსეთში აკრძალული ორგანიზაციის „იმირატ კავკაზის“ ლიდერმა დოკუ უმაროვმა აიღო. სამი წლის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ უმაროვის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]