მეოთხე ადგილზეა გერმანელი პოლიტიკოსი და 2019 წლიდან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, მეხუთეზე კი ამერიკელი ქველმოქმედი, ბილ და მელინდა გეითსების ფონდის თანათავმჯდომარე და კომპანია Microsoft-ის ყოფილი გენერალური მენეჯერი, მელინდა გეითსი.
Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების რეიტინგი წელს მე-17-ედ შეადგინა. ბოლო 10 წელია ანგელა მერკელი რეიტინგის სათავეშია.