ტრამპი და მისი მომხრეები არ აღიარებენ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა.
კონგრესის შენობაში ხალხის შეჭრის გამო ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ევაკუაცია განხორციელდა. დემონსტრანტებმა კონგრესის სხდომათა დარბაზში შეჭრაც სცადეს.
შენობასთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მათ შორის, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები.
ტელეკომპანია СNN-ის ინფორმაციით, არეულობის დროს დაშავდა ერთი ქალი, რომელსაც მკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.