weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვაშინგტონში არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

11:06 ხუთშაბათი, 07 იანვარი 2021

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობასა და მის მიმდებარედ განვითარებული მოვლენების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ვაშინგტონის მერმა და პოლიციის ხელმძღვანელმა განაცხადეს.

აქამდე არსებული ინფორმაციით, დაღუპული იყო სანდიეგოელი ქალი, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ვეტერანი. როგორც პოლიციის უფროსმა თქვა, ის და კიდევ რამდენიმე ადამიანი კაპიტოლიუმში, კონგრესის სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ, სადაც სამართალდამცველებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და ერთ-ერთმა იარაღიდან გაისროლა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

კაპიტოლიუმის ტერიტორიზე კიდევ სამი დაღუპულის - ერთი ქალისა და ორი მამაკაცის ცხედარი იქნა ნაპოვნი. პოლიციის უფროსის განცხადებით, მათი სიკვდილის მიზეზი გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროება გახდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების შედეგად სულ მცირე 14 სამართალდამცველი დაშავდა, მათგან ორი სერიოზული ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბოლო ინფორმაციით, არეულობის დროს დაკავებულია 50-ზე მეტი ადამიანი.

6 იანვარს, კაპიტოლიუმში - კონგრესის შენობაში, სხდომა იმართებოდა და კონგრესმენები 2020 წლის არჩევნების შედეგების დამტკიცებას აპირებდნენ. პარალელურად, გაიმართა მიტინგი-მარში „ამერიკის გადასარჩენად“, სადაც სიტყვით გამოვიდა მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და განაცხადა, რომ ის და მისი მომხრეები არასოდეს დანებდებოდნენ და აღიარებდნენ მარცხს. მან მხარდამჭერებს კონგრესის შენობასთან მისვლისკენ მოუწოდა. საბოლოოდ, კაპიტოლიუმთან ასობით ადამიანი შეიკრიბა. მათი ნაწილი შენობაში შეიჭრა.

მოგვიანებით ტრამპმა Twitter-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ „არჩევნები მოიპარეს“ და თაღლითობას ჰქონდა ადგილი. ამასთან, მან მხარდამჭერებს დაშლისა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა. Twitter-მა ეს ვიდეო წაშალა იმ არგუმენტით, რომ სოციალური ქსელის წესებს არღვევდა და ტრამპის ანგარიში 12 საათით დაბლოკა.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის მეტოქე დემოკრატი ჯო ბაიდენი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]