weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

ირანს შეუძლია ბირთვული შეთანხმებიდან რამდენიმე საათში გავიდეს – ჰასან როუჰანი

10:32 ოთხშაბათი, 16 აგვისტო 2017

ირანი ბირთვული შეთანხმებიდან გასვლით იმუქრება. პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ირანს შეუძლია რამდენიმე საათში გავიდეს შეთანხმებიდან იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის შეერთებული შტატები სანქციების გაფართოებას გააგრძელებს.

„თუ აშშ-ს უნდა სანქციების დაწესების პრაქტიკას დაუბრუნდეს, ირანი მოკლე დროში - არა ერთი კვირის ან თვის შემდეგ, არამედ რამდენიმე საათში დაუბრუნდება იმ სიტუაციას, რაც მოლაპარაკებების დაწყებამდე იყო“, - აღნიშნა როუჰანიმ სამშაბათს, პარლამენტში გამოსვლის დროს.

„როიტერის“ ინფორმაციით, ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ თეირანისთვის სანქციების დაწესებით, ირღვევა 2015 წელს რუსეთს, აშშ-ს, ჩინეთსა და სამ ევროპულ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმება, რომლითაც, სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ, ირანი საკუთარი ბირთვული პროგრამის შეზღუდვას დათანხმდა.

აგვისტოს დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც ირანის, ასევე რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მიმართ სანქციებს აფართოებს. აშშ-ის განმარტებით, ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდა გაეროს რეზოლუციას არღვევს. ირანი რეზოლუციის დარღვევას უარყოფს და აცხადებს, რომ შექმნილი რაკეტების დანიშნულება ბირთული იარაღის გადატანა არ არის.

„მსოფლიომ ნათლად დაინახა, რომ ტრამპის მმართველობის დროს აშშ უგულებელყოფს საერთაშორისო შეთანხმებებს. აშშ არ არის კარგი პარტნიორი და საიმედო მომლაპარაკებელი“, - აღნიშნა როუჰანიმ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]