weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს

22:55 კვირა, 17 იანვარი 2021

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებისთანავე, შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს. როგორც BBC-ის რუსული სამსახური იტყობინება, სამართალდამცველებმა ის საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ აიყვანეს.

სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა დაადასტურდა, რომ ნავალნი დაკავებულია. მანდამდე უწყებას ოპოზიციონერზე რუსეთის მასშტაბით ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, რადგან მიიჩნევენ, რომ „ივ როშეს“ საქმეზე პირობითი სასჯელის პირობები დაარღვია, როდესაც გერმანიის კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ინსპექციაში რეგისტრაცია არ გაიარა. სასჯელაღსრულების სამსახური ალექსეი ნავალნისთვის პირობითი სასჯელის 3.5 წლით პატიმრობით შეცვლას მოითხოვს. სასამართლო სხდომა, სადაც ეს მოთხოვნა უნდა განიხილონ, 29 იანვრისთვის არის ჩანიშნული.

ნავალნი მოსკოვში ბერლინიდან ჩაფრინდა. გერმანიაში ის ხუთი თვე იმყოფებოდა და მკურნალობდა მას შემდეგ, რაც „ნოვიჩოკის“ ჯგუფის საწამლავით მოწამლეს. თავდაპირველი ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ალექსეი ნავალნი იმყოფებოდა, ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტში უნდა დამჯდარიყო, თუმცა მიმართულება შეიცვალა და შერემეტიევოში დაჯდა. სამართალდამცველებს აეროპორტისკენ მიმავალი გზა გადაკეტილი ჰქონდათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]