weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნავალნის სასამართლო პროცესი პოლიციაში გაიმართა და მას 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს

18:33 ორშაბათი, 18 იანვარი 2021

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესი ხიმკის საქალაქო ოლქის პოლიციის შენობაში გაიმართა, სადაც ის გუშინ, შერემეტიევოს აეროპორტში დაკავების შემდეგ გადაიყვანეს.

სასამართლომ ნავალნის აღკვეთის ღონისძიების სახით 30 დღით, 15 თებერვლამდე პატიმრობა შეუფარდა.

ალექსეი ნავალნი 2020 წლის აგვისტოდან მიმდინარე წლის 17 იანვრამდე ბერლინში იმყოფებოდა, სადაც „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.

გუშინ, მოსკოვში დაბრუნებისთანავე ის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა დააკავა. მანდამდე უწყებას ოპოზიციონერზე რუსეთის მასშტაბით ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, რადგან მიიჩნევენ, რომ „ივ როშეს“ საქმეზე პირობითი სასჯელის პირობები დაარღვია, როდესაც გერმანიის კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ინსპექციაში რეგისტრაცია არ გაიარა.

სასჯელაღსრულების სამსახური ალექსეი ნავალნისთვის პირობითი სასჯელის 3.5 წლით პატიმრობით შეცვლას მოითხოვს. ამ საკითხზე სასამართლო სხდომა 29 იანვრისთვის იყო ჩანიშნული.

 

ამ თემაზე:

აშშ და ევროპა რუსეთს ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]