weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა

02:32 ხუთშაბათი, 21 იანვარი 2021

20 იანვარს, ვაშინგტონში არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგრაციის ცერემონიალი გაიმართა. ბიბლიაზე ფიცის დადების შემდეგ ბაიდენი ოფიციალურად შეუდგა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.

ცერემონიალზე ფიცი დადო აშშ-ის ვიცე-რეზიდენტმა კამალა ჰარისმაც, რომელიც ამ თანამდებობაზე არჩეული პირველი ქალია და ასევე პირველი აფრო-ამერიკული და აზიური წარმომავლობის ადამიანია ვიცე-რეზიდენტის პოსტზე.

ინაუგურაციის ცერემონიალს არ დასწრებია აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრაპი, თუმცა ღონისძიებაზე იმყოფებოდა მისი ადმინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენს.

კორონავირუსის გავრცელებისა და ტრამპის მომხრეთა მხრიდან შესაძლო არეულობის თავიდან ასაცილებლად, აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია დამსწრე მაყურებლების გარეშე ჩატარდა. მას ესწრებოდნენ მხოლოდ ოფიციალური პირები და სტუმართა შეზღუდული რაოდენობა.

„ღმერთისა და თქვენს წინაშე, გაძლევთ სიტყვას, რომ ყოველთვის დავიცავ კონსტიტუციას, დემოკრატიას და ამერიკას. ჩვენ ერთად დავწერთ ამერიკულ ისტორიას - იმედის და არა შიშის ისტორიას“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]