გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსიდან გადმოსული ორი შეიარაღებული მამაკაცი ერთ-ერთ რესტორანში შევიდა. ადგილზე სროლის ხმა ისმოდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +34687661274. ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50
საგარეო უწყება ბარსელონაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს საკონსულო დაწესებულებასთან და გაითვალისწინონ ადგილობრივი პოლიციის რეკომენდაცია.