weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ინდოეთში გაუპატიურების მსხვერპლმა 10 წლის გოგონამ ბავშვი გააჩინა

23:16 ხუთშაბათი, 17 აგვისტო 2017

ინდოეთში 10 წლის გოგონამ, რომელიც გაუპატიურების მსხვერპლია და სასამართლომ აბორტის გაკეთების ნებართვა არ მისცა, 17 აგვისტოს ბავშვი გააჩინა. ახალშობილი 35-ე კვირის თავზე საკეისრო კვეთით დაიბადა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"როიტერი" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ბავშვი ბიძამ გააუპატიურა. მისი ორსულობის შესახებ კი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გოგონა მუცლის ტკივილის ჩივილით საავადმყოფოში მიიყვანეს. აღმოჩნდა, რომ ის დაახლოებით 30 კვირის ორსული იყო. სასამართლომ გოგონას აბორტის გაკეთების ნებართვა არ მისცა და განმარტა, რომ ეს მის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიდა.

10 წლის გოგონა ვერ აცნობიერებდა, რომ ბავშვი ეყოლებოდა. მშობლებმა მას უთხრეს, რომ ოპერაციას მუცლიდან ქვის ამოსაღებად ჩაუტარებდნენ.

ექიმების ინფორმაციით, ახალშობილზე ოჯახმა უარი თქვა და სახელმწიფო სამსახურის გზით მის გაშვილებას დათანხმდა.

დანაშაულის აღრიცხვის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, 2015 წელს ინდოეთში ბავშვის გაუპატიურების 10 854 შემთხვევა დაფიქსირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]