weather cur horoscope tv
აგვისტო 20, 2022

ბარსელონაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

10:47 პარასკევი, 18 აგვისტო 2017

ესპანელმა სამართალდამცავებმა ქალაქ ბარსელონაში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი რამდენიმე ადამიანი ანტიტერორისტული ოპერაციის დროს მოკლეს. პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა, რომელსაც 13 ადამიანი ემსხვერპლა, დაგეგმილი ტერაქტებიდან ერთ-ერთი იყო.

ტერორისტული თავდასხმა ბარსელონას ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ხალხმრავალ ბულვარში გუშინ, შუადღეს მოხდა. სატვირთო ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

სამართალდამცავები მასშტაბურ ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებენ, რომლის მთავარი მიზანი იმ მიკროავტობუსის მძღოლის დაკავებაა, რომელიც ცენტრალურ ბულვარში ადამიანებს დაეჯახა. ამ დროისთვის პოლიციას ორი ეჭვმიტანილი ჰყავს დაკავებული.  

ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „ყველაფერი უნდა ვიღონოთ ტერორიზმის დასამარცხებლად, რათა ადამიანებს მიეცეთ მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა“.

„გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ესპანეთის მთავრობას, ესპანელ ხალხს. ტერორიზმი უკვე სისასტიკის ახალი მეთოდებით ემუქრება მსოფლიოს მოქალაქეებს. იღუპებიან სრულიად უდანაშაულო ადამიანები. მჯერა, რომ ცივილიზებული მსოფლიო შეძლებს გაუმკლავდეს ამ უდიდეს გამოწვევას და მიაღწევს მშვიდობას“, - ნათქვამია კვირიკაშვილის განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]