weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

მალალა იუსაფზაი ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა

14:22 პარასკევი, 18 აგვისტო 2017

20 წლის პაკისტანელი უფლებადამცველი და ნობელის პრემიის ლაურეატი მალალა იუსაფზაი ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. მალალა პოლიტოლოგიას, ფილოსოფიასა და ეკონომიკას უნივერსიტეტის ლედი მარგარეტ ჰოლის კოლეჯში შეისწავლის.

აღსანიშნავია, რომ მალალა იმავე საგნებს ისწავლის, რომლებიც პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ბენაზირ ბჰუტომ ამავე კოლეჯში გაიარა. ბენაზირ ბჰუტო პირველი შიიტი მუსლიმი ქალია, რომელმაც პაკისტანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა. ის 2007 წელს სახალხო პარტიის მიტინგზე, ქალაქ რავალპინდში მოკლეს.

მალალა იუსაფზაი ცნობილი 11 წლის ასაკში გახდა, როდესაც „ბი-ბი-სი“-სთვის დღიურების წერა დაიწყო. ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილებში ის თალიბების მმართველობის პირობებში ცხოვრებას აღწერდა. მალალა წერდა იმის შესახებ, თუ როგორ ხურავდნენ თალიბები გოგონებისთვის განკუთვნილ საგანმანათლებლო ცენტრებს. ის პაკისტანელი გოგონების მხარდასაჭერად კამპანიასაც ახორციელებდა, რის გამოც 2012 წელს თალიბი ექსტრემისტები თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. თავდასხმის შემდეგ მალალა იუსაფზაი დიდ ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად.

2014 წელს მას მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა. 2017 წელს კი გაეროს ყველაზე ახალგაზრდა მშვიდობის ელჩი გახდა. მალალა იუსაფზაი კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ კანადის საპატიო მოქალაქეობით დააჯილდოვა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]