weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ფინეთში მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცეს

14:25 შაბათი, 19 აგვისტო 2017

ფინეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ქალაქ ტურკუში მომხდარ თავდასხმას, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა, იძიებს როგორც ტერორისტულ აქტს. სავარაუდოდ თავდამსხმელი 18 წლის მაროკოელი ბიჭია, რომელიც შემთხვევის შემდეგ დააკავეს.

„თავდასხმა აქამდე მკვლელობად განიხილებოდა, თუმცა ღამით დამატებითი ინფორმაცია მივიღეთ, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ეს დანაშაული ტერორისტული მკვლელობაა“, - აცხადებს პოლიცია.

ქალაქ ტურკუში მოქალაქეებზე დანით თავდასხმა პარასკევს საღამოს მოხდა. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. მომხდარის შემდეგ მთელ ფინეთში, მათ შორის ჰელსინკის აეროპორტსა და რკინიგზის სადგურებზე, უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.

17 აგვისტოს ტერაქტი მოხდა ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში, სადაც სავარაუდოდ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები მიკროავტობუსით ხალხს დაეჯახნენ და 14 ადამიანი მოკლეს. ესპანეთის პოლიციის ცნობით, სამართალდამცავებმა მაროკოს სამი და ესპანეთის ერთი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც თავდასხმასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. პოლიციამ მეორე ტერაქტი აღკვეთა ბარსელონიდან 100 კილომეტრში მდებარე ქალაქ კამბრილსში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად. სამართალდამცავებმა კამბრილსში ხუთი ეჭვმიტანილი მოკლეს, რომელთა შორის შესაძლოა იყოს იმ მიკროავტობუსის მძღოლიც, რომელიც ბარსელონაში გამვლელებს დაეჯახა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]