weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საფრანგეთში 15 წლამდე ბავშვთან სქესობრივი აქტი გაუპატიურებად ჩაითვლება

23:24 სამშაბათი, 16 მარტი 2021

საფრანგეთის პარლამენტის წევრებმა ერთმად დაუჭირეს მხარი კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვების დაცვას გაუპატიურებისა და უკანონო სქესობრივი ურთიერთობებისგან. კანონპროექტი პარლამენტის ზედა პალატამ - სენატმაც უნდა დაამტკიცოს.

France24-ის ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, 15 წლამდე ბავშვთან სქესობრივი აქტი გაუპატიურებად ჩაითვლება. სასჯელი 20 წლამდე ვადით პატიმრობაა. 

გამონაკლისია ისეთი შემთხვევები, როდესაც პარტნიორებს შორის მცირე ასაკობრივი სხვაობაა. ინცესტის შემთხვევაში სქესობრივი ურთიერთობებისათვის თანხმობის ასაკი 18 წელია.

„ვერცერთი ზრდასრული ვეღარ შეძლებს განაცხადოს, რომ თანხმობა ჰქონდა 15 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისგან. მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩადიან დანაშაულს, რომელიც 20 წლამდე პატიმრობით ისჯება“, – განაცხადა პარლამენტარების წინაშე გამოსვლისას საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა ერიკ დუპონ-მორეტიმ.

სქესობრივი კავშირი სრულწლოვანსა და 15 წლამდე ბავშვს შორის საფრანგეთში მოქმედი კანონმდებლობითაც აკრძალულია, მაგრამ სასამართლოში გაუპატიურება რთულად დასამტკიცებელია, რადგან კანონის თანახმად, 15 წლამდე ასაკის ადამიანებსაც შეუძლიათ თანხმობის მიცემა. მოქმედი კანონით, გაუპატიურებად ითვლება სქესობრივი კავშირი, თუ დამტკიცდება ძალის გამოყენება, მუქარა, ძალადობა ან მსხვერპლის მოტყუება, სხვა შემთხვევაში, მათ შორის ბავშვებთან მიმართებაში, ის უფრო მსუბუქ დანაშაულად კვალიფიცირდება.

კანონპროექტის პირველი ვერსია, რომელიც სენატის მიერ იყო ინიცირებული, ე.წ. თანხმობის ასაკს 13 წლით განსაზღვრავდა, თუმცა შემდეგ 15 წლამდე გაიზარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]