„ნასას“ სპეციალისტების გაფრთხილებით, მზის დაბნელების დროს მზისთვის პირდაპირ შეხედვა უსაფრთხო არ არის გარდა იმ ფაზისა, როდესაც მთვარე მას სრულად ფარავს.
1918 წლიდან პირველად მზის დაბნელების ხილვა აშშ-ის მთელი ტერიტორიიდან, დასავლეთის სანაპიროდან აღმოსავლეთის სანაპირომდე იყო შესაძლებელი. ორეგონის შტატი პირველი იყო, სადაც მზის სრული დაბნელება იხილეს, სამხრეთი კეროლინა კი ბოლო. ამ მოვლენასთან დაკავშირებით ქვეყანაში მილიონობით სპეციალური სათვალე გაიყიდა, ბევრ ქალაქში მოედნები მოაწყვეს, სადაც დიდი რაოდენობით ტელესკოპები იყო განთავსებული. მზის დაბნელებამ პიკს ადგილობრივი დროით 14:42 საათზე მიაღწია.