ამ დროისთვის უცნობია, თუ ვინ განახორციელა იერიში. სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალ ჯინეზე იერიში შეერთებული შტატების ავიაციამ განახორციელა, თუმცა პენტაგონმა ეს ინფორმაცია უარყო.
ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ავიაციამ ოპერაცია ამ რაიონში ჩაატარა, თუმცა დაიბომბა არა მეჩეთი, არამედ ახლოს მდებარე „ალ-ქაიდას“ პოზიციები. ასევე ცნობილია, რომ ამავე რაიონზე იერიშები სირიისა და რუსეთის ავიაციამაც განახორციელეს.