ახალი კანონი კრძალავს პრეზიდენტის თანამდებობის ორზე მეტი ვადით დაკავებას. ამასთან, ეს დებულება არ ვრცელდება პირებზე, რომლებიც პრეზიდენტად 2020 წლამდე იქნენ არჩეული. ამ გზით, ვლადიმერ პუტინს და რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, დიმიტრი მედვედევს შესაძლებლობა აქვთ პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭი კიდევ ორჯერ იყარონ.
ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტად 2000, 2004, 2012 და 2018 წლებში აირჩიეს, ხოლო მედვედევი პრეზიდენტის თანამდებობას 2008-2012 წლებში იკავებდა. მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წელს უნდა გაიმართოს.
ნორმა პუტინისა და მედვედევის საპრეზიდენტო ვადების განულების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტში შედიოდა. ცვლილებებს მხარი 2020 წლის ზაფხულში ჩატარებულ რეფერენდუმზე დაუჭირეს.