weather cur horoscope tv
ნოემბერი 04, 2024

თურქეთის განცხადებით, აშშ შავ ზღვაში სამხედრო გემებს შეიყვანს – Reuters

18:33 პარასკევი, 09 აპრილი 2021

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს შეატყობინა, რომ მისი ორი სამხედრო ხომალდი თურქეთის სრუტეებს გაივლიან შავ ზღვაში განლაგების მიზნით. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო როიტერი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ს შავ ზღვაში ხომალდები შეჰყავს იმ ფონზე, როდესაც რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან შეიარაღებული ძალების რაოდენობა გაზარდა.

„15 დღის წინ, დიპლომატიური არხებით მივიღეთ ცნობა, რომ აშშ-ის ორი სამხედრო ხომალდი შავ ზღვაში შევა მონტრეს კონვენციის შესაბამისად. ხომალდები შავ ზღვაში 4 მაისამდე დარჩებიან“, – აცხადებს თურქეთის საგარეო უწყება.

მანამდე CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ, უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად, უახლოეს მომავალში შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნის საკითხს განიხილავდა.

მარტის ბოლოს უკრაინაში, ოფიციალურ კიევსა და დონეცკისა და ლუგანსკის არაღიარებულ სახალხო რესპუბლიკებს შორის კონფლიქტი გამწვავდა. საგამოძიებო ჯგუფის - Conflict Intelligence Team-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, რუსი სამხედროები კონცენტრირებულნი არიან საველე ბანაკში, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 250 კილომეტრში. კიევმა დაადასტურა, რომ მის საზღვრებთან რუსეთის ჯარები რაოდენობა გაიზარდა.

2 აპრილს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოუცხადა.

რუსეთის მტკიცებით, მისი სამხედრო ძალები საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში გადაადგილდებიან და საფრთხეს არავისთვის წარმოადგენენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]